სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს მარიხუანა აღმოუჩინეს. კერძოდ, 9 იანვარს სგპ „სარფი"-ს ტერიტორიაზე თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე კ.ო. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კ.ო-ს საბაჟო დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა - 2,31 გრ. აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.