თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, გორი-რუსის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთმანეთს შვიდი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის დროს მსუბუქად დაზიანა ორი მგზავრი, რომლებიც ქარელის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ავარიის მიზეზი ძლიერი ნისლი და მოყინული გზის სავალი ნაწილი გახდა.
ავარიის შედეგად თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია. თუმცა ძლიერი ნისლი ამ დრომდე შენარჩუნებულია.