სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაცით, სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დოკუმენტირებას ახდენს, აგრძელებს მუშაობას.
საბჭოს წევრების მიერ გამოკითხული იქნა არაერთი პირი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის არიან სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები.
საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მიზნის სრულყოფილი და ეფექტური განხორციელებისათვის, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს მისამართზე, მისამართზე, ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქუჩა 6, ტელეფონი: +995591010508 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით lapankurigeorgia@yahoo.com ", _ნათქვამია განაცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრში სახალხო დამცველთან შეიქმნა ლაფანყურის სპეცოპერაციის შესასწავლად სპეციალური საზოგადოებრი საგამოძიებო კომისია, სადაც ერთაიანდებიან ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პანკისის ხეობიდან უხუცესი საბჭოს წარმომადგენლები.