თბილისის საქალაქო სასამართლო საპატრიარქოსთან დაკავებული ოთხი პირისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. დაკავებულების განმარტებით, ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობენ და იმედი აქვთ, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა, გუშინ საპატრიარქოსთან გამართული აქციის დროს ოთხი ადამიანი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
საპატრიარქოსთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა, ერთი ნაწილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის პოზიციას სუროგატ დედებთან და ხელოვნური განაყოფიერებასთან დაკავშირებით მხარს უჭერდა, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.