დღეს, 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვას განაახლებს. პროცესი, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული დაცვის მხარის მოწმეების დაიკითხვით განახლდება.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს გიგი უგულავას გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.
უგულავას ბრალი სამ ეპიზოდში აქვს წარდგენილი: რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისება და "თბილსერვის ჯგუფში" "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დასაქმება.
მასალის გამოყენების პირობები