ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშილის ინფორმაცით, პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ადვოკატ რომეო საჯაიას შეაფურთხა და სახეში ხელი დაარტყა.
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შეშფოთებული ვარ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის მიერ ადვოკატ რომეო საჯაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო.
საქართველოს სამარცხვინო პროკურატურა, როგორც ამას აკეთებდნენ კანონიერი ქურდები, გადავიდა ადვოკატთა კორპუსის პროკურატურაში დაბარებებზე და საქმის გარჩევებზე რაც შემაშფოთებელი ფაქტია. ადვოკატი რომეო საჯაია 2014 წლის 8 იანვარს დაბარებული იქნა ქ.თბილისის პროკურატურაში საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის. კერძოდ, პროკურორმა დაიბარა საქმის მასალების გადაცემის მიზნით. რომეო საჯაია გამოცხადდა ქ.თბილისის პროკურატურაში 15:00 საათზე საქმის მასალების მისაღებად. ამ დროს, პროკურატურის შენობის პირველ სართულზე მარცხენა მხარეს, დაცვის ოთახში შემოვიდა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, რომელმაც ადვოკატ რომეო საჯაიას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, შეაფურთხა ადვოკატს და ხელი დაარტყა სახის არეში. რის შემდეგ, ადვოკატი რომეო საჯაია იძულებული გახდა თავი დაეცვა თავდამსხმელისაგან. ადვოკატ რომეო საჯაიას აღენიშნება დაზიანებები.
მივმართავ საქართველოს სამარცხვინო პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს რომეო საჯაიას მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტის ეფექტური გამოძიება. ამოიღოს ქ.თბილისის პროკურატურის პირველ სართულზე განლაგებული რამოდენიმე ვიდეო თვალით გადაღებული მასალები და პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი სასწრაფოდ დასვას საბრალდებო სკამზე”, - აცხადებს ხატიაშვილი.