საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ `ალიანსი საქართველოსთვის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვა არასერიოზულია, ვინაიდან ელემენტარული სოციოლოგიური კვლევის მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. შეალედურ შედეგებში აბსოლუტურად არარეალური ციფრებია მოყვანილი.
რაც მთავარია, ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ალიანსმა `ჩაატარა არა პლებისციტი, არამედ სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგებსაც ვერც ხელისუფლება ენდობა და ვერც რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.~
როგორც ცისკარიშვილი განმარტავს, ამ გამოკითხვას უნდა ატარებდნენ `არა პარტიის აქტივისტები, არამედ დამოუკიდებელი ორგანიზაციის სოციოლოგიური კვლევის სპეციალისტები.~
ამასთან, როგორც ცისკარიშვილი ამბობს, მითითებული უნდა იყოს კვლევის ჩატარების დაფინანსების წყაროც.
`კვლევას ატარებს ერთი პარტია თავისი ფულით, საკუთარი აქტივისტების მიერ და მერე პრეტენზია აქვთ რომ ეს არის პლებისციტი? ეს არის სოციოლოგიური კვლევა ტენდეციურად და სუბიექტური მოსაზრებებით ჩატარებული," - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, მიაჩნია, რომ `როგორც გითხარით, ეს არ არის არათუ პლებისციტი, როგორც სოციოლოგიური კვლევაც კი არაობიექტური და გაყალბებულია.~