საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარებს, ერთი ნაწილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის პოზიციას სუროგატ დედებთან და ხელოვნური განაყოფიერებასთან დაკავშირებით მხარს უჭერს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება.