რუსეთის კრიმინალური სამყარო მცირე ხნით სიჩუმის შემდეგ ახალი ომისათვის მზადებას იწყებს. ეს დაკავშირებული იმასთან, რომ 2014 წლის ზაფხულში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი იგივე „შაქრო მოლოდოი" ბრუნდება. კალაშოვი ამჟამად სასჯელს ესპანეთში იხდის. ამ მომენტისათვის ის არის №1 პრეტენდენტი რუსული მაფიის „ყველა ბოსების ბოსის" თანამდებობაზე, რომელიც „დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ დღემდე ვაკანტური რჩება.
მოსკოვში მისი დაბრუნებით აღფრთოვანებას არ გამოხატავენ რუსი განგსტერები, რომლებმაც ამჟამად კრიმინალურ სამყაროში პრაქტიკულად ყველა ამყვანი პოზიცია დაიკავეს. მისი დაბრუნება ასევე არ უხარიათ ახლადგამომცხვარ ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომლებსაც სავარაუდოდ კალაშოვი „ტიტულებს" ჩამოართმევს. თან თუ პირველებს შანსი მაინც აქვთ კალაშოვთან მოლაპარაკებისა მეორეებთან ეს - გამორიცხულია.
2012 წლის იანვრის დასაწყისში სნაიპერმა მოსკოვში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი ასლან უსოიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მისთის ასე დასრულდა ე.წ. კანონიერი ქურდების გაერთიანებულ ოპოზიციასთან ბრძოლა, რომელსაც ტარიელ ონიანი (ტარო), მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) ჯემალ მიქელაძე (ჯემო) და როვშან ჯანიევი (როვშან ლიანკორანსკი) ხელმძღვანელობდდნენ. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამ დანაშაულის გახსნის ალბათობა ნულს უტოლდება.
ე.წ. კანონიერი ქურდები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უსოიანის მოშორებით ყველა მათი პრობლემა გაქრებოდა, რაშიც ძალიან შეცდდნენ. „დედ ჰასანის" გარდაცცალებით „ოპოზიციამ" ვერაფერი ვერ მოიგო. ძალაუფლების ის „ბერკეტები" რომლებოიც უსოიანს „გაუვარდა" ხელიდან, მისმა თანამოაზრეებმა და ნათესავებმა დაიპყრეს და მათ ათობით პოტენციური მომხრის ე.წ. ქურდებად „კურთხევა" დაიწყეს. ასე შეიქმნა რაოდენობრივი უპირატესობა „ოპოზიციაზე".