შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების (ფოთის ნავსადგურის ნაოსნობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის მოძრაობის გამყოფი აღმოსავლეთი ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი "MOTIVATOR" დააკავეს. აღნიშნული ტანკერის კაპიტნის, ფილიპინების მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.