ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები შიმშილობით იმუქრებიან. ცე მეოთხე კორპუსის მსჯავრდებულების პროტესტი ამავე ციხის ყოფილი პატიმრის ერეკლე გურაბანიძის მიერ პრესაში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.
გურაბანიძის თქმით, ქუთაისის ციხეში გასული წლის შემოდგომაზე 16 წლის პატიმრის გოგა ძველაიას გარდაცვალება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პატიმარი საკანში პედოფილებთან ერთად მოათავსეს.
ძველაიების ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ ციხიდან ამოღებულმა დოკუმენტაციამ გურაბანიძის განცხადება არ დაადასტურა.
ტუკვაძის ინფორმაციით, ქუთაისის ციხიდან რუსთავის კოლონიაში გადაყვანილი გურაბანიძე სასჯელს სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის იხდის, მას ქუთაისის ციხის ადმინისტრაციასთან პირადი წყენა აკავშირებს, რადგან ვადაზე ადრე არ გაათავისუფლეს.