შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (შეტყობინების წესის დარღვევა) დარღვევის ფაქტზე საქართველოს დროშით მცურავი სეინერი „YILMAZ BALIKCILIK"-ი დააჯარიმეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.