დღეს, 8 იანვარს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის ინიციატივით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა N 5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა N11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება, რუსთავის N17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია.
ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.