ვალესა და ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. კერძოდ, 3 იანვარს ს. გ. პ. „ვალე"-ს ტერიტორიაზე თურქეთიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ფ. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამსრომლებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები - ქლორდიაზეპოქსიდი - 25 აბი და კოდეინი - 14 აბი აღმოაჩინეს. ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი: „ლირიკა" 10 კაფსულა აღმოაჩინეს 2 იანვარს, სგპ „ყაზბეგის" ტერიტორიაზე. საქონელი რუსეთიდან შემომავალი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, გ.ო-ს. ბარგში აღმოაჩინეს.
საქმის მასალების რეაგირებისათვის შესაბამისად, შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურსა და შსს მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.