საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკოლოზ გილაური ბიზნესმენ ფადი ასლის ღია წერილს ეხმიანება. გილაურის განმარტებით, "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს, ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესმენებმა მასაც სწორედ იგივე კითხვები დაუშვეს.
პრემიერის განცხადებით, "ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ისედაც რთული ეკონომიკური ვითარებაა და დამატებითი პოლიტიკური დაძაბულობა საჭირო არ არის", _ დასძინა პრემიერმა.
გილაურის განცხადებით, ბიზნესმენებიც და მთავრობაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზე სერიოზულად არ იმოქმედოს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ოპოზიციის ლიდერებს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან ერთად მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და პრობლემების ერთად გადაჭრია ურჩია.