სოფელ გლდანში გვიან ღამით, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი გაძარცვეს. მძარცველებმა მოძღვრის პირადი ნივთები და ფულადი თანხა, დაახლოებით სამი ათასი ლარი წაიღეს.
მრევლის განმარტებით, ტაძარი გაძარცვის ეს პირველი შემთხვევა არ არის და რამდენიმე დღის წინ ეკლესიიდან შესაწირი ყუთიც გაიტაცეს, რომელსაც შემდეგ ცარიელს ტაძართან ახლოს მდებარე ტყეში მიაკვლიეს.