თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბარ-რესტორან ,,პროსპექტში" გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძის შვილი და ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი და ნიკა ივანიშვილის შვილი რატი ივანიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, რატი ივანიშვილმა ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება.
როგორც ,,რუსთავი-2" თან საუბარში ,,პროსპექტის" მენეჯერი აცხადებს, ინციდენტი ორი დღის წინ ბარ-რესტორნის გარეთ ქუჩაში მოხდა და არავინ დაუჭრიათ.