საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზეა საუბარი აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების მიამართულებით საქართველოში პრობლემებმა იმატა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლის განმავლობაში საქართველოში მედიისა და პრესის თავისუფლება ხელისუფლების მხრიდან შეიზღუდა.
"არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ სიტყვის და პრესის თავისუფლება შეზღუდა. 2009 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ოპოზიციონერები სარედაქციო და სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს. მათ ამის გაკეთება საინფორმაციო სამსახურების და ტელევიზიების ხელმძღვანელობასთან პირადი კავშირების გზით შეძლეს, დადანაშაულებულმა სუბიქტებმა ასევე მოახდინეს გავლენა სარეკლამო შემოსავლებზე მესაკუთრეებთან მათი პირადი კავშირების გზით," - აღნიშნულია აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშში.
დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიის თავისუფლების ხარიხზეც დააღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება შეზღუდულია დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული ძალების მიერ.