თავად აფხაზებისა და ოსების ინტერესებშია საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ბი-ბი-სი" სათვის მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ მზად ვართ და არავითარ წინაპირობებს არ ვაყენებთ, წინაპირობებს აყენებენ ისინი. სამწუხაროდ.
როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ არავითარი აზრი არ აქვს მათთან ურთიერთობას, რომ ისინი მხარე არ არიან არამედ მხოლოდ მარიონეტებია რუსეთის ხელში - ისინი ბრაზდებოდნენ. ახლა კი როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობას ისინი წინაპირობებს გვიყენებენ", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს: „იცით, მეშინია, რომ მოვა დრო და ჩვენ მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო".
„მე ეს არ მინდა. არმინდა რომ აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში აფხაზები ოსები არც არაფერს არ წყვეტენ და მოლაპარაკება პირდაპირ მოსკოვთანაა საჭირო. ეს არ არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა",_ აცხადებს ზაქარეიშვილი.
თუმცა, მისივე თქმით, ქართულ მხარეს ჯერ აქვს დროც და მოთბინებაც.
„პრობლემები ხომ მართლაც ბევრია და აფხაზებსაც და ოსებსაც უკეთეს პირობებში უნდა ცხოვრება. ჩვენ გამუდმებით გვესმის ჩივილი, რომ რეგიონის მხცოვრებლევბი სადღადც არ შეუშვეს ან რაღაც სხვა პრობლემები.
ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ და თუ ეს ჩვენზეა დამოკიდბული ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური საკითხები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყურადღების ფოკუსირება ჰუმანიტარულ პრობლემებზე მოვახდინოთ. მაგრამ სად განვიხილოთ ეს პრობლემები, როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი არ არსებობს?",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ჟენევის ფორმატი ეს არის მოლაპარაებები საქართველოსა და რუსეთს შორის.
„დიახ ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტურ რეგიონებზე მაგრამ არა მათთან, არამედ მოსკოვთან. თუ ეს მათ აწყობთ კი ბატონო, თუმცა მე ეს არ მაკმაყოფილებს. მიმაჩნია, რომ გარდა ჟენევისა პირდაპირი დიალოგი უნდა არსებობდეს",_ აცხადება ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები