თბილისის მერია სააპელაციო სასამართლოსგან გიგი უგულავსთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ითხოვს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავზობთ: ,,მიმდინარე წლის 28 დეკემბერს საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერის გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააკეთა დამატებითი განმარტება საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიმართა თხოვნით სააპელაციო სასამართლოს გააკეთოს დამატებითი განმარტებები, სასამართლო განჩინების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღსასრულებლად არანაკლებ მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე, რომელიც არ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დამატებით განმარტებაში ასახული, კერძოდ:. აქვს თუ არა სასამართლოს ვებ - გვერდზე განთავსებულ მოცემულ დამატებით განამარტებას სავალდებულო იურიდიული ძალა; კანონმდებლობის რომელი ნორმით იხელმძღვანელა სასამართლომ მოცემული დამატებითი განმარტების გავრცელებისას;. სააპელაციო სასამრთლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადაეცეს სსსკ-ის 206 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს", შესაბამისად, გთხოვთ დამატებით განგვიმარტოთ, რა იგულისხმება განჩინების მოცემულ პუნქტში და რა ფორმით უნდა შესრულდეს განჩინება; სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "მიღებისთანავე, განჩინების დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინება დაევალოს ქ. თბილისის მერიას" - გთხოვთ, დამატებით განგვიმარტოთ რა იგულისხმება განჩინების მოცემულ პუნქტში, რა ფორმით უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ განჩინება და რა სახის შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სასამართლოს; სააპელაციო სასამრთლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორს მალხაზ კაპანაძეს." - გთხოვთ, დამატებით განგვიმარტოთ რა ზომებს უნდა მიმართოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველსაყოფად და საკმარისი ღონისძიებაა თუ არა აღსრულების უზრუნველსაყოფად მერიისთვის განჩინების ასლის ჩაბარება; გთხოვთ ასევე, განგვიმარტოთ, დგება თუ არა განჩინების ზემოთ მოყვანილი პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი და კონკრეტულად რომელი ორგანო/თანამდებობის პირია მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი; იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლო ამჯერადაც გაითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს და თბილისის მერიის სურვილს, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შეასრულოს სასამართლოს განჩინება და გონივრულ ვადებში განმარტავს ზემოთ მოცემულ სამართლებრივ საკითხებს", _ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები