არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა. ორგანიზაციის წევრებმა არასრულწლოვანთა N 11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები მოინახულეს და საახალწლოდ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მსჯავრდებულების მდგომარეობასაც გაეცნენ, როგორც არასრულწლოვნებმა აღნიშნეს დაწესებულებაში კეთილმოწყობილი გარემო და კარგი საკვებია. მათი თქმით, ტარდება სპორტული ტურნირები და ასვე მინანქარზე მუშაობის კურსები.
მსჯავრდებულების განცხადებით, მათ სურვილი აქვთ დაწესებულებაში იმართებოდეს მეტი კულტურული ღონისძიება და ასევე, ჰქონდეთ მეტი კავშირი საზოგადოებასა და ხელოვან ადამიანებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მადლობას უხდის საჯელაღსრულების დეპარტამენტს, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების ხელშეწყობისათვის. ორგანიზაცია მომავალში სხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მონახულებასა და მათი რესოციალიზაცია-რეაბულიტაციის კუთხით ახალი პროექტების შემუშავებას გეგმავს.