თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულის გადაწყვეტილება მერაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო რაც სასამართლოზე კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა, ამოღებულ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ქუჩის კამერებიდან ის კადრები, რომელზეც მისი საკნიდან გაყვანა ფიქსირდება.
მოსამართლის მიერ შუამდგომლობაზე უარის მიღების შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს.