28 დეკემბერს, რეისით დუბაი-თბილისი, აზერბაიჯანის მოქალაქე ფ.გ. ჩამოფრინდა, რომლის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თბილისის აეროპორტის თანამსრომლების მიერ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ფოტოაპარატი 2 ცალი, ლეპტოპი 2 ცალი, მობილური ტელეფონი 27 ცალი. საქონლის საერთო ღირებულებამ 18805 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.