სარფში ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული, არადეკლარირებული ნივთები აღმოაჩინეს. კერძოდ, 29 დეკემბერს, ს.გ.პ. „სარფი"-ს ტერიტორიაზე, თურქეთიდან საქართველოში საქართველოს მოქალაქე ა.ი. შემოვიდა, რომელის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას სემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათ შორის: ოქროს ყელსაბამი 3 ცალი, ოქროს სამაჯური 2 ცალი, ოქროს კულონი 1 ცალი, ოქროს ბეჭედი 1 ცალი, ვერცხლის ყელსაბამი 1 ცალი, ვერცხლის სამაჯური 2 ცალი, ვერცხლის კულონი 1 ცალი, ვერცხლის ჯვარი 2 ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4873.1 ლარი შეადგინა.
მოქალაქეს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4873.1 ლარი.