შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთში, ნაოსნობის წესების (ფოთის ნავსადგურის ნაოსნობისათვის განსაკუთრებულისიფრთხილის რაიონის მოძრაობის გამყოფი დასავლეთის ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, კუკის კუნძულების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "OAK"- დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოებასაქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.