,,2013 წელი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გამოცდის წელი იყო", _ განაცხადა უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა უწყების მიერ ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას.
მისივე განმარტებით სასამართლო დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ დონეზე დგას.
,,მე მგონი ყველამ კარგად დაინახა სასამართლო დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ დონეზე დგას. ეს გამოჩნდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, ეს გამოჩნდა მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებებშიც და ყველა სხვა საკითხში რომელიც სასამართლო სისტემის განვითარებას, სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას ეხებოდა. სასამართლო რეფორმის დაწყებიდან_ 2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით კეთდებოდა უდიდესი ნაწილი ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმისა სწორი იყო", _განაცხადა კუბლაშვილმა.