რუსთავის გზატკეცილზე ჯიპის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაანგრია და მდინარე მტკვარში გადავარდა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ავტომანქანა მდინარიდან ცოტა ხნის წინა ამოიყვანეს.
შემთხვევის შედეგად 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, რაც შეეხება მეორე ადამიანს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა მაშველებმა მისი პოვნა, ჯერჯერობით, ვერ მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.