30 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ძმები ზუბალაშვილეიბის 36, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გია ხუხაშვილის მხრიდან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო პრესკონფერენციას გამართავს. ზაზა ხატიაშვილი წარმოადგენს მტკიცებულებას გაი ხუხაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობის რეალურად დაკავების თაობაზე და მთავარ პროკურორს გია ხუხაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები