,,ცენტრ-პოინტის" თანამშრომელმა გიორგი გურგენიძემ კუს ტბის ასახვევში ტაბელური იარაღით თავი მოიკლა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა და გამოძიება თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
,,საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით და გამოძიება მიმდინარეობს. შემთხევა ორი დღის წინა მოხდა", -განაცხადა გიორგობიანმა.