შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთში, ნაოსნობის წესების (ფოთის ნავსადგურის ნაოსნობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის მოძრაობის გამყოფი აღმოსავლეთ ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, კამბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "JINAN"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, სირიის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.