რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და ადასტურებს.
"რუსეთში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდების უმეტესობა მართაც ქართველები არიან", - იუწყება რუსეთს შსს-ზე დაყრდნობით "ინტერფაქსი", რომლის ინფორმაციითაც, დღეს რუსეთში, დაახლოებით, 1 200 ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს, რომელთა 60 % ქართველია.
"მოსკოვის რეგიონში მუდმივი საცხოვრებელი 100 ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს აქვს, რომელთა უმეტესობა რუსეთში არალეგალურად ან გაყალბებული დოკუმენტებით იმყოფება", - ნათქვამია რუსეთის შსს-ის განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული საქართველოსთვის სიამაყის საბაბს არ უნდა წარმოადგენდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც საქართველოს პირველმა პირმა განაცხადა, რომ "რუსეთში ჩვენი ძირითადი ექსპორტი არა ღვინო, არამედ კანონიერი ქურდებია".