ოზურგეთი-ნასაკირალის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ძმებ აბდულაევებს მოტოციკლეტი მოუცურდათ და გზის სავალი ნაწილიდან გადაცვივდნენ.
შემთხვევის შედეგად 25 წლის ჯუმბერ აბდულაევი ადგილზევე დაიღუპა, მისი ძმა 21 წლის ჯამბულ აბდულაევი კი სხვადასხვა დაზიანებებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ჯამბულ აბდულაევს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ის უკვე გაწერეს.