დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლალი კოზმავა და ქალაქ-გაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერი დადიანიძე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ.
საგამოძიებო უწყებამ მერიის თანამშრომლები მოწმის სტატუსით თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით დაკითხა. თუმცა კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას, უცნობია.
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დაკითხვამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
,, დაკითხვის კონკრეტულ შინაარს ვერ მოგახსენებთ, რადგან ჩვენ და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიც გაფრთხილებული არიან გამოძიების ინფორმაციის გაუხმაურებლობის თაობაზე", _განაცხადა ადვოკატ გიორგი კონდახაშვილილმა.
მთავარ პროკურატურასთან დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება თბილისის მერიაზე ზეწოლას ახდენს და მის პარალიზებას ცდილობს.