უკრაინაში ჟურნალისტები მასობრივად ქუჩებში გამოვიდნენ. ისინი ჟურნალისტი გოგოს ტატიანა ჩორნოვოლის ცემის გამო პროტესტს გამოხატავენ. ასევე აპროტესტებენ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცემას.
ლვოვის ევრომაიდანზე შეიკრიბნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები.
ჩერნიგოვსკელმა ჟურნალისტებმა საოლქო მილიციის განყოფილების წინ გამართეს პიკეტი. აქციები ასევე იმართება დონეცკში, ივანო-ფრანკოვსკში და უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში.
ჟურნალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტატიანას სასტიკი ცემა მის პროფესიულ საქმიანეობასთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტი ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ გამოძიებებს ატარებდა, კერძოდ, ახლანდელი შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს მიმართაც.
ჟურნალისტებს ხელშიც აქვთ პლაკატები წარწერებით: „შემდეგი შესაძლოა ვიყო მე?", „შეაჩერეთ რეპრესიები" და სხვა. მიტინგებზე უკრაინის შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნაჩ მისმის.