სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დედაქალაქის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
„პარტიზანული მოსამართლეობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ჩემს ადვოკატს ტელეფონით შეატყობინეს, რომ სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლის გვარიც კი არ ვიცი) ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამოსილების შეწყვეტა, შეჩერება თუ გადაყენებასთან დაკავშირებით. ველოდები ზემდგომ თუ ზედამხედველ პროკურორს. მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. მე კი ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განვაგრძობ. ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ"- აცხადებს გიგი უგულავა