შსს სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე: ავთანდილ ქ. და ირა ც., რომლებმაც 2013 წლის 25 დეკემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლით.