საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ბრალდებით, მოქალაქე მ.პ.დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა"ს ექიმ დერმატო - ვენეროლოგმა მ. პ-მ, 500 ლარის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი დაუმზადა. რომლითაც მას მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი განუსაზღვრა. აღნიშნული ყალბი აქტის საფუძველზე, მოქალაქეს სახელმწიფოსგან დაენიშნებოდა ინვალიდობის პენსია ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. გამოძიების მიერ მოპოვებული მონაცემებით, მზია პაჭკორიას მხრიდან, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტებს ადრეც ჰქონია ადგილი. რომელთა გამოსავლენად და მათში მ.პ-ს მხილების მიზნით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილით და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები