დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მოხდება.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, საქმეში ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ბრალეულობას ჯერჯერობით ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი არ დაესწრება.
დღევანდელ პროცესზე ასევე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს - გაგრძელდება თუ არა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.
სასამართლო პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.