სოციალური ქსელით გერმანიის ქალაქ აუგსბურგის საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტი გავრცელდა, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე ფარცხალაძე სასჯელს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.
დოკუმენტი 2013 წლის 23 დეკემბერს არის გაცემული. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ ფარცხლაძის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია ქალაქ აუგსბურგის საგამოძიებო უწყებამ იურისტ გერხარდ შტრეიდის მოთხოვნის საფუძველზე გასცა. წერილით ირკვევა, რომ ერთგვერდიანი დოკუმენტის გარდა მომთხოვნ მხარეს გადაეგზავნა საქმის მასალები, სადაც ფარცხალაძის ბრალი დეტალურად არის განმარტებული.