თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას სასამრთლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მომსახურების ახალი ცენტრი ის ერთადერთი ადგილია სასამართლოში, სადაც ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს.
მოწვეულ სტუმრებს ცენტრი საქალაქო სასამართლოს თამჯდომარე მამუკა ახვლედიანმა დაათვალიერებინა და მათ ცენტრის ეფექტურობაზე ესაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი უახლესი ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და უზრუნველყოფს სასამართლოში საქმის მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურების მაქსიმალურ სიმარტივეს და მოქალაქეთა კომფორტულ გარემოს.