შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების (სუფსის ნავსადგურის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გამყოფი აღმოსავლეთი ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი სეინერი "CAN CARDESLER BALIKCILIK 1" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.