საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი - თბილისი, ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე ტ. მ., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: მობილური ტელეფონი - iPhone 4s - 2 ცალი, iPhone 5 - 4 ცალი, ნოუთბუქი -1 ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4749,31 ლარი.
ასევე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქეს ე. ს.-ს, რომელიც იმავე დღეს ჩამოფრინდა „თბილისის აეროპორტში" რეისით დუბაი - თბილისი. მისი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული მობილური ტელეფონი iPhone 4s - 3 ცალი, iPhone 5s - 1 ცალი, iPhone 5 - 2 ცალი, Samsung Galaxy Tab 2 - 1 ცალი, ნოუთბუქი TOSHIBA - 1 ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5896.05 ლარი,
აღნიშნული სამართალდარღვევისათვის, ორივე პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა, შესაბამისად, 4749,31 ლარი და 5896.05 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები