თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დედაქალაქის მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და მისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, დღეს ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლე დალი მეტრეველის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შესახებ და უგულავას გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.