დედაქალაქის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თავად შეიჩერებს უფლებამოსილებას, მას შემდეგ, რაც „ეს საშიში პრეცედენტი" აღმოიფხვრევა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტკრიპტუმში" განაცხადა.
"მე გავაგრძელებ ბრძოლას და გავაგრძელებ ბრძოლას არა იმიტომ, რომ თანამდებობას რაიმე ფორმით ვეპოტინები. თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემი მისწრაფება და გატაცება, არამედ გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს საშიში პრეცედენტი აღმოიფხვრას", - განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, - "ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ეს პრეცეტენდი ანულირდეს, გაუქმდეს და თუ მე ამას მივაღწევ, მეორე დღესვე შევიჩერებ უფლებამოსილებას და მე თვითონვე გავაკეთებ იმას, რასაც დაჟინებით მოითხოვს ხელების მტვრევით და სასამართლოს მეშვეობით პროკურატურა და ხელისუფლება".
უგულავამ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერობა მისთვის პრეზიდენტზე მეტად პრესტიჟული თანამდებობაა.
„ჩემთვის ეს ისტორიული მოვლენაა, რომ საქართველოს ისტორიაში მე პირველი პირდაპირ არჩეული მერი ვიყავი", - განაცხადა გიგი უგულავამ.