თბილისის მერის გიგი უგულავას ადვოკატი გიზო უგლავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გაასაჩივრებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უგლავამ განმარტა ამ დროისთვის სასამართლოდან განჩინება არ მიუღია.
,,განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ გავასაჩივრებთ როცა ჩაგვბარდება", _განაცხადა უგლავამ.
მისივე გამარტებით, საქალაქო სასამართლომ უგულავასთან დაკავშირტებით უფლებამოსლიების შეწყვეტის საკითხი არაკანონიერად განიხილა.
,, გიგი უგულავასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით სამართლებრივ ნორმას რაც შეეხება, თვითონ განხილვის ფორმატი უკანონოდ იყო. მართალია მოსამართლეს კანონმდებლობით უფლება აქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, ან ზეპირი მოსმენით განიხილოს ამგვარი საქმე, მაგრამ ამის დაუსაბუთებლად გამოყენება არ შეიძლება. გიგი უგლავა არ არის რიგითი თანამდებობის პირი, ის არის ქალაქის არჩეული მერი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. ამიტომ მოსამართლეს გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი არ უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით და მხარეებს მოგვცემოდა შესაძლებლობა პოზიციების გამოსახატად", _ განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განმარტებით სასამართლომ დაცვის მხარის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ პროკურატურას თავისი არგუმენტების დამტკიცება გაუჭირდებოდა.