საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვზე ერთ საათიანი შესვენება გამოცხადდა და საგამოძიებო უწყება ღვინიაშვილმა ცოტა ხნით დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან ღვინიაშვილმა განმარტა მასთან გამომძიებლებს ზოგადი ხასიათისა შეკითხვები ჰქონდათ.
,,ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, იქ არ დაუსვამთ არც ერთი ისეთი კითხვა სადაც თავად საქმეში პასუხი გაცემული არ არის. ჩვენი ხელისუფლება ჩვეულებრივად პოლიტიკურ შოუს აგრძელებს", _განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურაში 13:00 საათიდან იმყოფებოდა.