საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში უკვე მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან ბუცხრიკიძემ საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე განმარტა იგი მზადაა გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
,, მზად ვარ ვუპასუხო პროკურატურის ნებისმიერ შეკითხვას, დანარჩენს რომ გამოვალ შემდეგ მოგახსენებთ", -განაცხადა ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაკითხვაზე 13:00 საათიდან ასევე იმყოფება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი. ბუცხრიკიძეც და ღვინიაშვილიც პროკურატურაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხებიან.