,,ვერე პალასში" ქართულ-რუსულ უთიერთობებზე მსჯელობა, ანტისაოკაციო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის" შეხვედრას აპროტესტებდნენ.
აქციაში რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, ოთხი ადამიანის დაკავებით დამთავრდა.
სამართლდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ გაეთავისუფლებინათ სასტუმროს შესასვლელი, რომელიც ბლოკირებული ჰქონდათ, თუმცა როგორც თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან ჯოხაძე განმარტავს აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
,,ჩვენ ვთხოვეთ ახალგაზრდებს, გზის სავალი ნაწილიდან გადაწეულიყვნენ და მიეცათ ხაlლხისთვის საშუალება, რომ სასტუმროში შესულიყვნენ, მაგრამ მათგან კატეგორიული უარი მივიღეთ, წინააღმდეგობა გაგვიწიეს, რის შემდეგ იძულებული გავხდით ოთხი პირი დაგვეკავებინა, აქედან სამი მამაკაცი, ერთი ქალბატონი", _განაცახდა ლევან ჯოხაძემ.