საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ღვინიაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. როგორც დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან დეპუტატმა განმარტა მისი მთავარ პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურად მოტივირებულია.
,,ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ან ბიუჯეტში არსებულ მდგომარეობას მიხედოს, უკვე ერთ წელიწადში მოახერხოს რომ ბიუჯეტს ერთი მილიარდი დააკლდა, ის აგრძელებს სანახაობას და პოლიტიკური ოპონენტების სრული განადგურების მცდელობას. მეც და კახაბერსაც გვაქვს იმუნიტეტი, რომ არ გამოვცხადებულიყავით პროკურატურაში, თუმცა ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს", - განაცხადა ღვინიაშვილმა.