ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საქმინობა მოსწონთ.
NDI -ის კითხვაზე ,,როგორ შეფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას"? გამოკითხულთა 41% ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 13% ძალიან კარგად, ამავე კატეგორიაში მეორე ადგილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს, რომლის საქმიანოაბას რესპონდენტთა 42% კარგად აფასებს, 9% ძალიან კარგად, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად, ხოლო 8% ძალია კარგად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (ჩღღჩ). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-2.9%
მასალის გამოყენების პირობები